Tuesday, July 18, 2017

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია


         დღეს ინტელის კურსის ბოლო დღეა.აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ტრენინგმა ძალიან  წინ  წამწია  ზოგადად  კომპიუტერის სრულყოფილად  დაუფლებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბ-ნ  ავთო ცნობილაძეს, რომელმაც  ცოდნა, ენერგია და მოთმინება არ  დაზოგა ,რომ  ჩვენთვის გაეზიარებინა  მისი უნარები ამ საქმეში.
       ამ ტრენინგმა ჩემი  მოლოდინები გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ ,რაც გამომადგება ჩემს პროფესიონალურ საქმიანობაში .უპირველესად  ავღნიშნავ  პრეზენტაციის მომზადებას ,დაგეგმვას, განხორციელებას, ბროშურისა და გაზეთის  გაკეთება. საინტერესო იყო ბლოგსა და დრაივზე მუშაობა, როგორ ავტვირთოთ  ჩვენი ნამუშევრები დრაივსა და გუგლში.

Tuesday, July 11, 2017

მერვე დღის რეფლექსია

        11 ივლისია და მივდივართ დასასრულისაკენ. დღეს ბევრი ვიმუშავეთ. წარმოვადგინეთ საშინაო დავალება-პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცია.
        წავიკითხეთ მეხუთე  მოდული.ვისაუბრეთ  შეფასების სხვადასხვა მეთოდზე.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.  ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე და პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების შეტანაზე.
       დავათვალიერეთ კოლეგების ნამუშევრები და გავაკეთეთ კომენტარები.

Monday, July 10, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

                 10 ივლისი ტრენინგის მეშვიდე დღეა. ეს დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის.
            უპიველესად განვიხილეთ ჩვენ მიერ შემუშავებული პრეზენტაციის შაბლონი.
ვისწავლეთ პრეზენტაციის  ჩაშენება ბლოგში. გავეცანით ბლოგის სტრუქტურას. როგორ ხდება ადმინისტრირება და ჩანართების გაკეთება. ვისწავლეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომის დაგეგმვა. ვიდეო-გაკვეთილების მისამართები.
           შეძენილი ცოდნა გამომადგება როგორც მოსწავლეებთან მუშაობაში ,ასევე საკუთარი პროფესიული დონის ამაღლებაში.

Thursday, July 6, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

                      6 ივლისს ჩატარდა მორიგი მეცადინეობა. ამ დღემ უფრო ხალისიანად  და შრომისუნარიანად ჩაიარა, რადგან სიცხე ისე ძლიერ აღარ გვაწუხებდა.
   ვისწავლეთ შემდეგი საკითხები: სისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე,შევისწავლეთ web2.0tools programebi. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ელ.ფოსტაზე-გაგზავნა, მიღება,ფაილის შეკუმშვადა დაარქივება.
          ვისაუბრეთ თარგმნით პროგრამებზე, რაც ძალიან სახალისოც და სასარგებლოც  აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო იყო google რუკებზე მუშაობა ინტერნეტით მოვიარე პარიზი, მოსკოვი,ბარსელონა.ვისწავლეთ ორ წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა.
   განვიხილეთ კალენდარი და მისი მოხმარების წესები.
        შემდეგ გადავედით დისკზე მუშაობაზე,draive   დოკუმენტების  შექმნაზე და გაზიარებაზე. ერთ  დოკუმენტში რამდენიმე ადამიანის მუშაობაზე. ვისწავლეთ კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.
           დიდი მადლობა, ბატონო ავთო, უპირველესად ცოდნის გაზიარებისათვისდა იმ დიდი მოთმინებისა ნებისყოფისათვის,რომელსაც ჩვენ მიმართ იჩენთ.

Tuesday, July 4, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პროოექტის მსვლელობის ეტაპებზე. საინტერესო იყო  შეფასების მეთოდების შექმნა, ასევე ვიმუშავეთ  შეფასების სქემაზე .განვიხილეთ საპრეზენტაციო პროგრამა powerpoint. ვისწავლეთ  ბმულების გაკეთება და ჩასმა   საპრეზენტაციო  პროგრამაში. ფოტოებისა, სიმბოლოების და ფორმულების ჩასმა.  ვიდოების ჩასმა.  ვისწავლეთ  ეკრანზე სურათის გადაღება  და საპრეზენტაციო  პროგრამის შეტანა, ვნახეთ  საავტოროუფლებების  პრეზენტაცია. ვისაუბრეთ საძიებო რესურსებზე. გავეცანით წყაროს სანდოობის დადგენას.