Thursday, July 6, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

                      6 ივლისს ჩატარდა მორიგი მეცადინეობა. ამ დღემ უფრო ხალისიანად  და შრომისუნარიანად ჩაიარა, რადგან სიცხე ისე ძლიერ აღარ გვაწუხებდა.
   ვისწავლეთ შემდეგი საკითხები: სისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე,შევისწავლეთ web2.0tools programebi. საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ელ.ფოსტაზე-გაგზავნა, მიღება,ფაილის შეკუმშვადა დაარქივება.
          ვისაუბრეთ თარგმნით პროგრამებზე, რაც ძალიან სახალისოც და სასარგებლოც  აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო იყო google რუკებზე მუშაობა ინტერნეტით მოვიარე პარიზი, მოსკოვი,ბარსელონა.ვისწავლეთ ორ წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა.
   განვიხილეთ კალენდარი და მისი მოხმარების წესები.
        შემდეგ გადავედით დისკზე მუშაობაზე,draive   დოკუმენტების  შექმნაზე და გაზიარებაზე. ერთ  დოკუმენტში რამდენიმე ადამიანის მუშაობაზე. ვისწავლეთ კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.
           დიდი მადლობა, ბატონო ავთო, უპირველესად ცოდნის გაზიარებისათვისდა იმ დიდი მოთმინებისა ნებისყოფისათვის,რომელსაც ჩვენ მიმართ იჩენთ.

No comments:

Post a Comment